ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთსა და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, მიზეზი თოვლი და ლიპყინულია, რომლის გამოც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




























