მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბახტრიონის" ტყე-პარკში ორი გადმოსახედის რეაბილიტაციისთვის ₾300 000-ზე მეტი დაიხარჯება

ბახტრიონი

ახმეტაში, "ბახტრიონის" ტყე-პარკში 2 გადმოსახედის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო 307 347 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხელშეკრულება უკვე დადებულია. 210 დღის ვადაში რეაბილიტაცია შპს მონომშენმა უნდა განახორციელოს, რომელსაც გოჩა ვაშკლევიჩი ფლობს. "ტენდერების მონიტორის" ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს რეგისტრირებული კომპანიისთვის ეს პირველი ტენდერია. არადა, შესყიდვის მოთხოვნების თანახმად, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 790 321 ლარისა.

თუმცა, ტენდერები მოგებული აქვს გოჩა ვაშკლევიჩის სხვა კომპანიებს - შპს იმედი დუდუბეს, ოცნების სახლს და ვესტას. თავად გოჩა ვაშკლევიჩი 2015 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისთვის "ვესტას" იმდროინდელ დირექტორთან, ალექსანდრე მანელაშვილთან ერთად დააკავა.

გადმოსახედები კი, რეაბილიტაციის შემდეგ ასე უნდა გამოიყურებოდეს :

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები