მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაკურიანი ინნ" ტაბაწყურის ტბაზე ტურებს იწყებს - როგორია სასტუმროს გეგმები?

ინნ ჰოსფითალითი

„ინ ჰოსპითალითიში" შემავალი სასტუმრო "ბაკურიანი ინნი" 20 იანვრიდან მომხმარებელს სამცხე-ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბაზე სამოგზაურო ტურს შესთავაზებს, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "ქალების ნარატივის" ეთერში, სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა, ნინა გაჩეჩილაძემ ისაუბრა.

"ახლო მომავალში ვგეგმავთ, რომ დავამატოთ ტურები ტაბაწყურის მიმართულებით, რაც, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო პროდუქტი იქნება ჩვენი მომხმარებლისათვის, მეტ ექსტრემს შევიტანთ ჩვენს მომსახურებაში.

ვსაუბრობთ, ფაქტობრივად, მზა პროდუქტზე, რომელიც 20 იანვრიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება და საჭირო იქნება "ბაკურიანი ინნის" საკომუნიკაციო არხებზე დაკავშირება, საიდანაც აუცილებლად დავუბრუნდებით პასუხით და გავუკეთებთ ტურს ორგანიზებას", - განაცხადა ნინა გაჩეჩილაძემ.

"ინ ჰოსფითალითის" კომერციულმა დირექტორმა BMG-სთან მიმდინარე წლის სხვა გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე სასტუმრო მომხმარებელს გაუმჯობესებულ სერვისს შესთავაზებს.

"სასტუმრო ახლა რეინვესტირების პროცესშია. ფაქტობრივად, ყველა ნომერში გამოიცვალა ისეთი ტიპის ინვენტარი, რომელიც, 6-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ, ბუნებრივია, ამას საჭიროებდა. ასევე, ისეთი ნივთები, როგორიცაა ხალათი, პირსახოცი, ფარდებიც კი, სრულად შეიცვალა. ამ პროცესებს, ბუნებრივია, ვაგრძელებთ.

ვცვლით საოპერაციო პროგრამასაც, რომელიც ამიერიდან OPERA იქნება, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო სწორი ბიზნესგათვლები გავაკეთოთ და უფრო რელევანტური მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ. გარდა ამისა, თებერვლიდან იწყება თანამშრომლების დიდი მასშტაბით გადამზადება, რაც სახეზე მოგვცემს ბევრად უფრო ხარისხიან მომსახურებას და კმაყოფილ მომხმარებელს", - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები