მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაკურიანი ციდას" წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა - სურსათის უვნებლობის სააგენტო

ბაკურიანი

ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა - ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

4 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ დალევის შემდეგ ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით 120 ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებები ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელმა კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და იაშვილის ბავშვთა საავადმყოფომ გაავრცელეს.

კომპანიის აცხადებდნენ, რომ კომპანიამ კონკრეტულ მაღაზიაში „ბაკურიანი ციდას“ ნიმუშები შეამოწმა და დარღვევა არ გამოვლინდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი. სეს-ის ცნობით კი „ბაკურიანი ციდას“ წყლით შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ ფორმაციის მიღებისთანავე სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში არ ადასტურებდნენ ინფორმაციას იმაზე, რომ კლინიკაში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული და ამბობდნენ, რომ მათთან ინტოქსიკაციით მკურნალობას ერთი ბავშვი გადის, მიზეზები კი მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციიდან კი ვიგებთ, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო.

"წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.

კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები