მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი დიდი ხანია დაკეტილია, სასურველია თუ ის მუნიციპალიტეტს გადმოეცემა - ეკატერინე ორჯონიკიძე

ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ეკატერინე ორჯონიკიძის განცხადებით, ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი, რომელიც ილიაუნის ქოლგის ქვეშაა, ბევრი წელია დაკეტილია და ბევრმა მისი არსებობის შესახებაც არ იცის, ამიტომ სასურველია თუ ის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში ორჯონიკიძემ განაცხადა, კარგი იქნება, თუ ამ ბოტანიკურის კარი მოსახლეობისთვისაც გაიღება.

„ძალიან მინდა, რომ კარი გაიღოს და ყველას ჰქონდეს ამ რეკრეაციული სივრცის ნახვის შესაძლებლობა. ამ სივრციდან საფეხმავლო ბილიკები ჩადის როგორც მზეთამზეში, ასევე ტიმოთესუბანში. ამაზე გვაქვს საუბრები - ილიაუნის ლექტორთან და ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელთან. ვნახოთ, რა იქნება. მთავრობასთანაც გვქონდა ამაზე საუბარი. სასურველი იქნება, რომ მუნიციპალიტეტს გადმოეცეს, რათა შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლოს მისი მოწესრიგება. სამეცნიერო ნაგებობები კი დარჩეს ილიაუნის.

ეს ბოტანიკური ბაღი სამეცნიერო დონეზე თავის საქმეს აკეთებს, ის ითვლება ალპური ზონის ისტორიულ ბოტანიკურ ბაღად. ჯერ კიდევ 1910-იან წლებში აქ ალპური ბოტანიკური ბაღების მსოფლიო დონის კონგრესი ჩატარებულა. 1990-იანი წლების შემდეგ კი მისი კარი დაიკეტა. მინდა მისი გააქტიურება, ამით ჩვენს რეგიონს კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ექნება“, - განაცხადა ეკატერინე ორჯონიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალპური ბოტანიკური ბაღის გადაცემის საკითხზე უკვე ორი წელია საუბრობს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი დაახლოებით 27 ჰექტარს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები