გოდერძის და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი უკვე გახსნილია. ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო BM.GE-სთან აცხადებს.
მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, ბაკურიანის სასრიალო სეზონი 7 დეკემბერს, ხოლო გოდერძი 14 დეკემბერს გაიხსნა.
„7 დეკემბერს, ბაკურიანში, სასრიალო სეზონი გაიხსნა.
ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე, ღიაა შემდეგი საბაგიროები და შესაბამისი ტრასები:
დიდველზე – ნოდო და ჰალფ პაიპი
კოხტაზე – კოხტა პლატო
14 დეკემბერს, გოდერძიზე, სასრიალო სეზონი გაიხსნა.
ყოველდღე, ღია იქნება საბაგიროები და შესაბამისი ტრასები: ჭანჭახი და ზანკა
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 10:00-16:00 სთ.
შაბათ-კვირას – 10:00-17:00სთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გუდაურში გათოვლიანების პროცესი უკვე დაწყებულია და ყველა სამთო კურორტზე სათხილამურო სეზონი ეტაპობრივად გაიხსნება.