მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი 70 ქვეყანაში გაშუქდა - ეკატერინე გაბაშვილმა

641ebdbaf0f2f
ლიკა გურაბანიძე
25.03.23 20:55
867
ბაკურიანში მსოფლიოს ჩემპიონატი 70 ქვეყანაში გაშუქდა - ამის შესახებ გადაცემა #BMGDRIVE-ში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გაბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატს უპრეცედენტო რაოდენობის მაყურებელი დაესწრო. 

“ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველო ამ კუთხით ახალი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიომ ნდობა გამოუცხადა. ეს ჩემპიონატის ორგანიზატორებისთვისაც გამოწვევა და სითამამე იყო. წინასწარი დაგეგმვა შესაძლოა შვეიცარიას უკეთესი ჰქონდა, მაგრამ ჩემპიონატში ჩართულმა ადამიანებმა დიდი რესურსი ჩადეს”, - განმარტა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პირველ ეტაპზე შემოსავალზე მეტი დანახარჯი იქნება, თუმცა ეს ჩემპიონატი წლების განმავლობაში ქვეყნის სათხილამურო კურორტებისთვის ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება.

“ჩემპიონატის ეკონომიკურ ეფექტს სახელმწიფო დაითვლის ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენ სპორტულ ნაწილზე ვართ პასუხისმგებლები. ახლა შემოსავალზე მეტი დანახარჯი იქნება, თუმცა წლების განმავლობაში ეს ღონისძიება სათქმელს იტყვის", - განმარტა ეკატერინე გაბაშვილმა.

ბაკურიანში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 16 თებერვალს დაიწყო და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. ჩემპიონატის ფარგლებში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობებში 700 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები