მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში „კარი“ გაიხსნა - ინვესტიცია 300 000 ლარია

63e7af2a315d3
ალა ისპირიანი
11.02.23 20:48
1600
დღეს, ბაკურიანში 300 000-ლარიანი ინვესტიციით რესტორანი „კარი“ გაიხსნა და დღეიდან სტუმრებს იღებს. ამის შესახებ Bm.ge-ს რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ირინკა ხომასურიძემ განუცხადა.

„კარი“ კოხტა-მიტარბის ტერიტორიაზე 350 კვადრატულ მეტზეა განთავსებული და გახსნის მთავარი მიზეზი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც ბაკურიანმა უნდა უმასპინძლოს.

„დაახლოებით, 100 დასაჯდომი ადგილია, ხოლო ღონისძიების შემთხვევაში ობიექტი 250-მდე ადამიანს დაიტევს. ისეთი ზამთარი არ გვაქვს - უთოვლობაა, მაგრამ სტუმრებს ველით. ჩემპიონატიც იწყება და ვფიქრობთ, მოთხოვნა დიდი იქნება. „კარი“ გავაღეთ თუ არა და მუსიკა როგორც კი ჩავრთეთ, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. წესით 15-დან ბევრი სტუმარი უნდა გვყავდეს.

რაც შეეხება მენიუს, მიშა ავსაჯანიშვილის სამზარეულო გვაქვს, რაც ძალიან გვეამაყება. ასევე ყოველ "ვიქენდზე" სხვადასხვა დიჯეი იქნება და 11-12 საათიდან მუსიკა ჩაირთვება. რა თქმა უნდა, „კარი“ ყოველდღე იმუშავებს“, - განაცხადა ირინკა ხომასურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები