მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს პერიოდი, იმ ზარალს ვერ დააკომპენსირებს, რაც წინა პერიოდში მივიღეთ" - "დიალოგ კოხტა"

63f1c326e6e19
თინათინ ნატმელაძე
19.02.23 10:36
1583
ბაკურიანში 16 თებერვლიდან ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გარკვეული დროის მონაკვეთში, სხვადასხვა ლოკაციებზე სატრანსპორტო შეზღუდვები იმოქმედებს.

BM.GE-მ მიმდინარე ჩემპიონატთან დაკავშირებით ბაკურიანში მოქმედი სასტუმროების დატვირთულობა და ის პირობები მოიკითხა, რომელშიც მათ ოპერირება უწევთ. სასტუმრო "დიალოგ კოხტაში" ვარაუდობენ, რომ თუ სატრანსპორტო შეზღუდვებთან ერთად, კურორტის სათხილამურო ტრასებზე ჩვეულებრივი დამსვენებლისთვის სრიალიც შეიზღუდება, ეს დამსვენებლისთვის დისკომფორტს შექმნის. 

„სატრანპორტო შეზღუდვა ბაკურიანში ტურისტებისთვის დისკომფორტი არ იქნება, ეს მხოლოდ საათობრივი შეზღუდვაა, რასაც ვერ ვიტყვი სათხილამურო ტრასებზე - არსებობს ვარაუდი, რომ რაღაც დოზით სათხილამურო ტრასების გამოყენება ფესტივალის არამონაწილეებისთვის შეიზღუდოს, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს...“ - აღნიშნა „დიალოგ კოხტას“ წარმომადგენელმა ნუცა წერუაშვილმა.

სასტუმროს წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე სასტუმროებში ძირითადად ჩემპიონატის მონაწილეები და სტუმრები არიან განთავსებულები, დამსვენებლებს შორის კი ქართველები ჭარბობენ.

„რა თქმა უნდა, იანვართან შედარებით ტურისტული სეზონი გააქტიურებულია და სტუმრების რაოდენობაც გაზრდილია, რაც თოვლის მოსვლამ განაპირობა, თუმცა ეს პერიოდი, ცხადია, იმ ზარალს ვერ დააკომპენსირებს, რაც წინა პერიოდში მივიღეთ.

მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ჩვენთვის დიდი შეღავათია, რადგან ამ პირობებში თებერვალი და მარტი მაქსიმალურად დატვირთული გვექნება“, - განმარტავს სასტუმროს წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები