მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში საახალწლო განათებები ჯერ კიდევ ჩართულია - მიზეზები

63e3fa4dcf348
გიგა ბენია
08.02.23 23:35
861
ბაკურიანში საახალწლო განათებები ჯერ კიდევ ჩართულია. BMG დაინტერესდა, რატომ არ დაიწყო "ბაკურიანის განვითარების სააგენტომ" ილუმინაციების დემონტაჟი. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, ეკატერინე ორჯონიკიძე აღნიშნავს, ილუმინაციების ნაწილი ბაკურიანში გასამართი ჩემპიონატისა და დამსვენებლების განწყობის ასამაღლებლად დატოვეს.

"განათებები რამდენიმე მიზეზის გამო დავტოვეთ. ჯერ ერთი, თოვლი არ იყო და ვიფიქრეთ, განწყობა ასე მაინც აგვეწია. მეორე, მსოფლიო ჩემპიონატია და განათებები ძალიან ალამაზებს და გარემოს უხდება. პირადად მე, გუშინწინ დავბრუნდი, სამ-ოთხ კურორტზე ვიყავი, ყველგანაა განათებები და მორთულობები. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ",-აცხადებს ეკატერინე ორჯონიკიძე.

ეკატერინე ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად არის, თუმცა პრევენციული ღონისძიებები მაინც ჩატარდება.

"ბევრი გამოწვევა იყო, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია პროცესში და ვფიქრობ, ყველა დიდი გამოწვევა გადავლახეთ. რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე, პრევენციის კუთხით, სამუშაოები კიდევ მიმდინარეობს. სანტ-მორისი არ ვართ, რამე შეიძლება მოხდეს,"-აცხადებს ეკატერინე ორჯონიკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები