მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაკურიანში სატრანსპორტო შეზღუდვა უფრო კომფორტული იქნება დამსვენებლებისთვის“ – „რუმს კოხტა“

63ef720f03510
თინათინ ნატმელაძე
19.02.23 17:03
1299
ბაკურიანი 16 თებერვლიდან ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკილში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დროს კონკრეტულ ლოკაციებზე სატრანსპორტო შეზღუდვა ამოქმედდა და როგორც სასტუმრო „რუმს კოხტას“ მენეჯერი აკა ჩხიკვაძე BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, ეს შეზღუდვა დამსვენებლებისთვის ბევრად კომფორტულ გარემოს შექმნის.

„თვითონ ბაკურიანის შიგნით აღარ შეიქმნება საცობები, რადგან გამოყოფილია ცალკე პარკინგის სივრცეები, სადაც დამსვენებელს სრულიად უფასოდ შეუძლია მანქანის გაჩერება, შემდეგ კი გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეეძლება, რომელიც ასევე უფასოა“, - განაცხადა აკა ჩხიკვაძემ.

რაც შეეხება ტურისტულ აქტივობას ბაკურიანში, სასტუმროს წარმომადგენლის ცნობით, მომდევნო დღეებში უფრო მეტი დამსვენებელს ელიან.

„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძლები ვართ, შესაბამისად სრულად ვიქნებით დატვირთული ჩემპიონატის გახსნიდან მის დამთავრებამდე. მართალია, ამ ეტაპზე აქტიურობა ისეთი არაა, როგორსაც ველოდით, მაგრამ თოვლიც ახლა მოვიდა, ტრასებიც ახლახანს გაიხსნა, ამიტომ მომდევნო დღეებში უფრო გაიზრდება აქტივობა. წელს ძირითადი დატვირთვა ქართველების მხრიდანაა.“ - განმარტავს „რუმს კოხტას“ მენეჯერი.

აკა ჩხიკვაძე ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, ზამთრის დარჩენილი პერიოდი უთოვლობის დროს მიღებულ ზარალს ვერ აანაზღაურებს, თუმცა თებერვლისა და მარტის დატვირთვას მაინც დიდი მნიშვნელობა ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები