მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში, ზაფხულის სეზონი დღეიდან გაიხსნა - რა ეღირება საბაგიროები?

ბაკურიანი

ბაკურიანში, ზაფხულის სეზონი დღეიდან გაიხსნა. მთის ტრასების სააგენტო კურორტზე საბაგიროების მუშაობის განრიგსა და ფასებს აქვეყნებს,

მათი ინფორმაციით:

  • დიდველის საბაგიროები – ნოდო და დეკა, იმუშავებს ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე.

„სხვა არეალების შესახებ ინფორმაცია განახლდება ჩვენს გვერდზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ - სალაროდან აბონემენტები გაიცემა არაუგვიანეს 17:30 საათისა

აბონემენტები ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში. 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას გასული სეზონების მულტიქარდზეც შეძლებთ“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, საბაგიროებით სარგებლობის ღირებულება არ იცვლება.

გასული სეზონების მულტიქარდის მფლობელები ახალი აბონემენტის გააქტიურებას იმავე ბარათზე შეძლებენ. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები