მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Balance-ისა და XPOS-ის პარტნიორობა HoReCa სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას აძლიერებს

Balance-ისა და XPOS-ის პარტნიორობა HoReCa სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას აძლიერებს
24.07.26 16:18
425

HoReCa სექტორში ბიზნეს პროცესების სრულფასოვანი ციფრული მართვა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობენ Balance და XPOS, რომლებიც სარესტორნო ბიზნესს ერთიან ეკოსისტემას სთავაზობენ, სადაც ფრონტის მართვა, აღრიცხვიანობა და ბუღალტრული პროცესები ერთმანეთთან სრულად არის ინტეგრირებული.

პარტნიორობის ფარგლებში კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ გადაწყვეტილებას, რომელიც ამცირებს ხელით შესრულებულ სამუშაოს, უზრუნველყოფს მონაცემების ავტომატურ გაცვლას სისტემებს შორის და ზრდის ოპერაციული პროცესების ეფექტიანობას. შედეგად, ბიზნესს შეუძლია რეალურ დროში მიიღოს ზუსტი ინფორმაცია გაყიდვების, მარაგების, ფინანსებისა და ბუღალტრული ოპერაციების შესახებ.

Balance-ის ERP შესაძლებლობებისა და XPOS-ის ფრონტის მართვის სისტემის ინტეგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფად მზარდი HoReCa სექტორისთვის, სადაც პროცესების სისწრაფე, მონაცემების სიზუსტე და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

კომპანიების განცხადებით, მათი საერთო მიზანია ქართულ ბაზარზე ისეთი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება, რომელიც რესტორნებსა და კვების ობიექტებს ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებაში, რესურსების ეფექტიან მართვასა და ბიზნესის ზრდაში დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები