ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ევროკავშირს მოუწოდეს, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადადებული გეგმები დააჩქაროს, ვინაიდან ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისის საფრთხე ევროპაში არ მატერიალიზებულა და რუსეთს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება არ უნდა მიეცეს.
ევროკომისიის მონაცემებით, 2025 წლისთვის რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირის მთლიანი მიწოდების მხოლოდ 2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის 27%-თან შედარებით მკვეთრ კლებას ნიშნავს, თუმცა ნედლი ნავთობის მოცულობა მაინც 9.7 მილიონ ტონას უტოლდება. ბალტიისპირეთის ქვეყნები სწორედ ამ მოცულობის განულებას მოითხოვენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ნავთობის იმპორტის აკრძალვის ინიციატივას, შესაძლოა, წინააღმდეგობა შეხვდეს ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორებიც უნგრეთი და სლოვაკეთი არიან, ასევე იმ წევრი სახელმწიფოებისგან, რომლებიც მაღალ ფასებს ებრძვიან.




























