რუსეთის ხელისუფლებამ საწვავის დეფიციტისა და ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა. არსებული ინფორმაციით, საწვავის ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიზნად შიდა ბაზრის მხარდაჭერასა და მიწოდების გაზრდას ისახავს.
როგორც ირკვევა, რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვა ძალაში 31 ივლისამდე დარჩება, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება იმ მიწოდებას, რომელიც მანამდე გაფორმებული სამთავრობო შეთანხმებებით არის განსაზღვრული.
პარალელურად, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა ივლისიდან საწვავის იმპორტს დაიწყებს. დარგობრივი წყაროების ცნობით, რუსულმა მხარემ ინდოეთიდან ბენზინის საზღვაო გზით იმპორტი უკვე დაიწყო.
Reuters-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ივნისში რუსული დიზელისა საზღვაო ექსპორტი წინა თვესთან შედარებით 39%-ით შემცირდა და 1.8 მილიონი ტონა შეადგინა. Kpler-ის ანალიტიკური მონაცემები კი აჩვენებს, რომ 1-დან 8 ივლისამდე პერიოდში რუსული დიზელის ექსპორტი დღეში მხოლოდ 214 000 ბარელამდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 793 000 ბარელს შეადგენდა. ანალიტიკოსების შეფასებით, მიწოდების ასეთი კოლაფსის ფონზე, ევროპაში დიზელის საორიენტაციო მარჟა რეკორდულ ნიშნულამდე, ერთ ბარელზე $60-მდე გაიზარდა.




























