მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალტიის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დაუწესეს ივანიშვილს, გომეულაურს და შს-ს მაღალჩინოსნებს

ბიძინა ივანიშვილი

ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო, ბალტიის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესეს.

ბალტიის სამ ქვეყანაში [ლიეტუვა; ლატვია და ესტონეთი] შესვლა აეკრძალათ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს; ალექსანდრე დარახველიძეს და გიორგი ბუთხუზს. ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილეებს მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძეს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) ვაჟა სირაძესა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს თეუმურაზ კუპატაძეს. სავიზო შეზღუდვის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დაწერა.

ბალტიის ქვეყნებმა გუშინ, 1 დეკემბერს განაცხადეს, რომ სანქციებს დაუწესებენ "მათ, ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები