მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბანგკოკი" 10 წლის გახდა

ბანგკოკი
25.04.26 09:57
942

ზუსტად 10 წლის წინ, ქართულ გასტრონომიულ ბაზარზე რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა. პრემიალური სწრაფი კვების რესტორანი, რომელმაც მიზნად დაისახა ტაილანდური, იაპონური და ჩინური გემოების ქართულ რეცეპტორებთან იდეალური სინთეზი, დღეს უკვე ბაზრის ლიდერი და სწრაფი კვების უმსხვილესი აზიური ქსელია.

დამფუძნებლების, ზურაბ ჯიშიაშვილისა და ირაკლი პიტიურის ხედვა თავიდანვე მკაფიო იყო: აზიური ეგზოტიკა ქართველი მომხმარებლისთვის გასაგები და საყვარელი უნდა გამხდარიყო.

ბანგკოკი ქართულ გემოებთან მაქსიმალურად ადაპტირებული სარესტორნო ქსელია. მისი მთავარი ორიენტირი ხარისხსა და განვითარებაზე ყოველდღიური ზრუნვაა. შეკვეთების რაოდენობის ზრდა არასდროს უნდა აისახოს ხარისხზე. ბანგკოკი დღეს მხოლოდ ერთი ლოკაცია აღარ არის. განვითარების უწყვეტმა ციკლმა ბრენდი თბილისის სხვადასხვა წერტილში 4 მოქმედ ფილიალამდე მიიყვანა. თუმცა, საიუბილეო წელი კიდევ უფრო მასშტაბური სიახლეებით იწყება:

ახალი ლოკაცია - უკვე მიმდინარე წლის მაისში, „ბანგკოკის“ რიგით მეხუთე ფილიალი გაიხსნება ნუცუბიძისა და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის აზიურ სამზარეულოს ამ უბნის მცხოვრებლებისთვის.

ინფრასტრუქტურული სიმძლავრე: ხარისხის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კომპანიამ შექმნა ცენტრალიზებული საწარმო და საწყობი. სწორედ აქედან ხდება ყველა ფილიალის მომარაგება უახლესი პროდუქციით, რაც გარანტიაა იმისა, რომ „ბანგკოკის“ გემო ნებისმიერ წერტილში იდენტური და უზადოა.

ბიზნესის წარმატების უკან დიდი ოჯახი დგას — დღეისათვის „ბანგკოკი“ 120-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მენიუს მრავალფეროვნებაზე — დაწყებული ტრადიციული ატრიითა და სუშით, დასრულებული ჯანსაღი კვების ხაზით.

„ბანგკოკის“ განვითარების სამომავლო პერსპექტივები მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. 10-წლიანი გამოცდილება ბრენდს აძლევს ამბიციას, გაფართოვდეს ქვეყნის მასშტაბით და სამომავლოდ საკუთარი კონცეფცია საერთაშორისო ბაზარზეც წარადგინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები