მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

BM.GE
26.12.19 14:44
624
ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ჩამოსულ 330 ტურისტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო ხელისუფლებისა და „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები დახვდნენ. 2 იანვრის ჩათვლით, Air Asia აღნიშნული მიმართულებით ხუთ რეისს, Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახროციელებს. ავიაკომპანია დამატებით ჩარტერულ ფრენებს 2020 წლის აპრილში შეასრულებს.Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისთვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ნოემბერში ვიზიტორთა რაოდენობა ტაილანდიდან 1231 პროცენტით გაიზარდა. თუ 2018 წლის ნოემბერში საქართველოს აზიური ქვეყნიდან 145 მოქალაქე ესტუმრა, მიმდინარე წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 1930-მდე გაიზარდა. იანვარ-ნოემბერში ტაილანდიდან საქართველოს 10 011 მოქალაქე ესტუმრა, რაც გასული წლის 11 თვის მაჩვენებელს 234.7 პროცენტით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები