მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bank of China-მ სანქცირებული რუსი კლიენტების მომსახურება შეწყვიტა

Bank of China

Bank of China-ს რუსულმა დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით სანქცირებული კლიენტების მომსახურება შეწყვიტა. შეზღუდვა ვრცელდება როგორც კერძო პირებზე, ასევე კომპანიებზე და იმ საფინანსო ორგანიზაციებზე, რომლებიც Bank of China-ს სერვისებით სარგებლობდნენ.

ჩინური კომპანიის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობის მხრიდან სანქციების ახალი პაკეტის დაწესებით არის განპირობებული, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მეორეული სანქციები დაუწესოს ნებისმიერ უცხოურ კომპანიას, რომელიც აშშ-ის მიერ განსაზღვრულ შეზღუდვებს დაარღვევს.

აღსანიშნავია, რომ Bank of China-ს შვილობილ კომპანიას რუსეთში დიდი გავლენა, რადგან ის რუბლისა და ჩინური იუანის გადაცვლის პროცესში აქტიურად გამოიყენება და ამ ტიპის ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. ამჟამინდელი მდგომარეობით ჩინური კომპანია რუსეთში $6.7 მილიარდის აქტივებს ფლობს.

ექსპერტების შეფასებით, სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედებას დროებითი გავლენა ექნება, რადგან რუსეთის და ჩინეთის მთავრობები ამჟამად აქტიურად მუშაობენ ახალი საგადახდო სისტემის შექმნაზე, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ვეღარ შეზღუდავენ. მანამ, სანამ ეს პროექტი მომზადდება, რუსულ ბიზნესებს ალტერნატიული გზების მოძიება და ე.წ. შავ ბაზარზე ვაჭრობა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები