მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bank of Georgia დივიდენდების გადასახდელად ემზადება - რა თანხას მიიღებენ აქციონერები?

643d46881e504
ნინო ტაბატაძე
17.04.23 17:10
8401
„საქართველოს ბანკის ჯგუფი“ დივიდენდების გადასახდელად ემზადება.

წლიური შედეგების გათვალისწინებით, ბანკის დირექტორთა საბჭო აქციონერებს სთავაზობს მხარი დაუჭირონ 2022 წლისთვის საბოლოო დივიდენდის სახით თითო აქციაზე 5.80 ლარის გაცემას ( ექვივალენტს ფუნტ სტერლინგში). 17 აპრილის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ 46,822,533 აქცია აქვს გამოშვებული.

თუკი აქციონერები მხარს დაუჭერენ ამ შეთავაზებას 19 მაისის აქციონერთა კრებაზე, ბანკის ჯგუფი დივიდენდს 14 ივლისს გასცემს.

2022 წელს „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ კონსოლიდირებული წმინდა მოგება 1.4 მლრდ ლარი იყო, ხოლო კორექტირებული წმინდა მოგება 1.1 მლრდ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები