მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბანკები მორატორიუმს თუ არ გამოაცხადებენ, დავრჩებით ქუჩაში, შემოსავლის გარეშე” - "ზაზანოვა"

5f8ef8b3ede7d
ანა ჯოხაძე
20.10.20 19:29
2137
“ბანკები მორატორიუმს თუ არ გამოაცხადებენ, დავრჩებით ქუჩაში, უმუშევრები და შემოსავლის გარეშე”- ამის შესახებ BM.GE-ის რესტორან “ზაზანოვას” დამფუძნებელმა მარინა სალუქვაძემ განუცხადა. როგორც სალუქვაძე ამბობს, მას იმედი ჰქონდა, რომ დღეს პრემიერთან შეხვედრის მონაწილეებს შორის მცირე ბიზნესის წარმოამდგებლებიც იქნებოდნენ, თუმცა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს იმედები გაუცრუვდათ.

სალუქვაძე მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვს და აცხადებს, რომ საბანკო ვალდებულებების გადავადების გარეშე ეს სექტორი საერთოდ გაქრება.

“საშუალო და წვრილ ბიზნესზე დგას ქვეყნის ეკონომიკა და სწორედ ეს ხალხი განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას. ბატონი პრემიერი არის გამოცდილი ეკონომისტი და მის მრჩევლებს ეს არ უნდა ეშლებოდეთ, უნდა დაუგეგმონ სწორად შეხვედრები. მხოლოდ მსხვილი ბიზნესი საქართველოს ეკონომიკას არ განსაზღვრავს და დარგი, სადაც არის დასაქმებული 300 000 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 100 000 უკვე უმუშევარია და დანარჩენს უმუშევრობა ემუქრება, გადარჩენას საჭიროებს.

ჩვენი ზარალი არის რამოდენიმე ასეული, ათასეული ლარი და თუ ბანკები მორატორიუმს არ გამოაცხადებენ, ჩვენ და ჩვენნაირები დარჩებიან ქუჩაში, უმუშევრები და შემოსავლის გარეშე. მე არ ვაპირებ გაჩერებას, მე არ ვაპირებ თხოვნას, ახლა უკვე მოთხოვნის დრო არის”-ამბობს რესტორან “ზაზანოვას” დამფუძნებელი მარინა სალუქვაძე.

ცნობისთვის, დღეს რესტორატორთა ასოციაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მოთხოვნებს შორისაა პრემიერთან შეხვედრა, ბანკებთან შუამდგომლობა და საგადასახადო შეღავათები. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას უკვე რამდენიმე დღეა კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებებთან. ასოციაციასთან შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა ეკონომიკის მინისტრმა, მაგრამ სექტორი შეხვედრას პრემიერთან ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები