მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ - საბანკო ასოციაცია

საქართველოს საბანკო ასოციაცია

საქართველოს საბანკო ასოციაცია აშშ-ის ხაზინის მიერ საქართველოს 4 მოქალაქის, შსს-ს სპეციალური დავალებების სამსახურის უფროსის ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, ასევე პრო-რუსული პარტიის ალტ-ინფოს ლიდერების, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. საბანკო ასოციაციაში bm.ge-სთან კომენტარში აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

"საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს,"- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ხაზინამ 2024 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ამ პირების სანქცირება მოხდა გლობალური მაგნიტსკის სიის შესაბამისად, რაც მსოფლიოს გარშემო ადამიანის უფლებათა შეზღუდვაში პასუხისმგებელი პირების სანქცირებისთვის გამოიყენება.

ეს საქართველოს მოქალაქეთათვის ფინანსური სანქციების დაწესების მეორე შემთხვევაა, 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის ხაზინამ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან დაკავშირებული კომპანიები დაასანქცირა, აღნიშნულის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გამოსცა საგამონაკლისო ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულება უნდა მოხდეს მხოლოდ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, რასაც პროტესტის ნიშნად საქართველოს ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა. აღნიშნულ პერიოდში წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები