„საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს ქართულ ეკონომიკაში. მთლიანად საბანკო სექტორი ვიყავით წარმოდგენილები და ჩვენ შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში მოხდება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ამ გამოწვევებზე კიდევ უფრო დეტალებზე ვისაუბრებთ. არამარტო ვისაუბრებთ, არამედ, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შევთავაზებთ. იგივე მოკლევადიანი გამოწვევები, რაც არსებობს ეკონომიკაში, განსაკუთრებით რაც ტურიზმს შეეხება, საბანკო სფეროს რა ინიციატივები შეუძლია გააკეთოს, გრძელვადანი პრობლემები, რაც არსებობს როგორ შეიძლება დაიძლიოს“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.




























