მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების ჩართულობის გარეშე კაპიტალის ბაზრის განვითარება რთულად შესაძლებელი იქნებოდა - მერი ჩაჩანიძე

BM.GE
19.12.22 17:05
320
ბანკების ჩართულობის გარეშე კაპიტალის ბაზრის იმ ტემპით განვითარება, როგორც დღეს ხდება ალბათ რთულად შესაძლებელი იქნებოდა, - ასე პასუხობს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მერი ჩაჩანიძე მოსაზრებას, საქართველოს საფონდო ბირჟის მფლობელობის საკითხი კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ საკითხად შეიძლება იყოს განხილული. მერი ჩაჩანიძე ამბობს, რომ მაგალითად დღეს თეგეტას მიერ 150 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ქართული ბანკები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული კორპორაციული ობლიგაციების შეძენით. “ჩვენ ვთვლით, რომ ბირჟის მფლობელობა უფრო დივერსიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ ამ თემაზე მოსაზრებების არაერთი გაცვლა გვქონია, საბანკო სექტორთან და მათი მოსაზრებაც ანალოგიურია“, - განაცხადა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ. შეგახსენებთ, საქართველოს ბირჟის მსხვილი აქციონერები არიან საქართველოს ბანკის შვილობილი Galt&Taggart-ი 17.3% , თიბისი შვილობილი თიბისი კაპიტალი 17.3% და ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ჯისიეფ ჰოლდინგს ჯორჯია 15.3%.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები