მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების გავლენა სადაზღვევო ბაზარზე- კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

კონკურენციის სააგენტომ კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგი „დაზღვევის კავშირის“ მიმართვისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის საფუძველზე გასული წლის ბოლოს დაიწყო. გაიცა 6 სავალდებულო წესით შესასრულებელი რეკომენდაციაც. ირღვევა თუ არა კონკურენციის პირობები ბანკების მიერ სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების დროს და რას ცვლის სააგენტოს დასკვნა სადაზღვევო ბაზრისთვის.