მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების გავლენა სადაზღვევო ბაზარზე- კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

არღვევენ თუ არა ბანკები საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებისას კონკურენციის პირობებს - კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევა დაასრულა და ბაზარზე დომინანტური მდგომარეობაზე განაცხადა. უწყების შეფასებით, 2020-2022 წლებში 10 კომერციული ბანკი აწოდებდა სადაზღვევო პროდუქტებსაც, მათ შორის 1 ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში საბაზრო წილი აღემატება 40%-ს და შესაბამისად, მარეგულირებლის შეფასებით, სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ხოლო დამატებით 1 ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი გადის დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე. ამასთან, სააგენტოს პოზიციით - კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურული კავშირების შედეგად შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტიც.