მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების კიბერმედეგობის გაძლიერების პროექტი

საქართველოს საბანკო ასოციაცია, USAID-ის მიერ დაფინანსებულ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამასთან თანამშრომლობით, გეგმავს სამუშაო შეხვედრას, საბანკო სექტორში კიბერუსაფრთხოების შესახებ“, რომელიც საქართველოს კომერციული ბანკების კიბერმედეგობის გაძლიერების საკითხს მიეძღვნება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომლის მართვასაც ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს სახელით ახორციელებს DAI Global. პროგრამა ფოკუსირებულია კიბერუსაფრთხოების მედეგობის გაძლიერებაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში. ვიდრე სამუშაო შეხვედრა შედგება, იქამდე ჩვენი მაყურებლები მოისმენენ საქმიანი დილას სტუდიიდან, დეტალებს და მიზნებს, რაც აღნიშნულ შეხვედრას თან ახლავს.

სტუმრები: ინგა ქარჩავა - საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი; ქრისტინე ნაჭყებია - კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროექტის დირექტორი საქართველოში;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები