მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებისთვის ბაზელ III-ის მოთხოვნები იცვლება?

basel

აშშ-ის ფედერალური რეზერვი და სხვა მარეგულირებელი ორგანოები „ბაზელ III-ის დასკვნითი ეტაპის“ ფარგლებში, იპოთეკური სესხებისთვის კაპიტალის ახალ მოთხოვნებს ადგენენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარეგულირებლები მუშაობენ განახლებულ წესებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ ბანკების მიერ იპოთეკური რისკების უფრო ზუსტად შეფასებას და კაპიტალის რეზერვების ოპტიმიზაციას.

ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იპოთეკური სესხების რისკის წონების გადახედვაა. ახალი წინადადება შესაძლოა სესხის ღირებულებასთან ფარდობის კოეფიციენტებს დაეყრდნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიანი 50%-იანი რისკის წონის ნაცვლად, ბანკებს მოუწევთ მეტი კაპიტალის შენახვა იმ სესხებზე, სადაც მომხმარებელს მცირე საწყისი თანამონაწილეობა აქვს, ხოლო ნაკლების - სადაც მათ მეტი პირველადი შენატანი აქვთ.

პროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნული ცვლილება საბანკო სექტორს სტიმულს მისცემს, იპოთეკური პორტფელი საკუთარ ბალანსზე შეინარჩუნონ და ის არ გადაამისამართონ არასაბანკო ინსტიტუტებში, მათ შორის ბირჟაზე.

ასევე, იგეგმება იპოთეკური მომსახურების აქტივების კაპიტალიდან გამოკლების მოთხოვნის გაუქმებაც, რაც ბანკებს დამატებით ფინანსურ რესურსებს გაუთავისუფლებთ.

მიუხედავად გარკვეული შემსუბუქებისა, მსხვილი ბანკებისთვის საერთო კაპიტალის მოთხოვნა მაინც შეიძლება 15-20%-ით გაიზარდოს, რაც მიმართული იქნება ფინანსური სისტემის მდგრადობისკენ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ მთავარი დაპირება საბანკო სექტორში რეგულაციების შემსუბუქება და საკრედიტო სექტორის წახალისება იყო, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები