აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მეტად შემცირდა. როგორც ცნობილი გახდა, პერსონალური მოხმარების ხარჯების ინდექსმა (PCE), რომელიც აშშ-ის ფედერალური რეზერვისთვის ინფლაციის მთავარი საზომია, გასული თვის განმავლობაში 0.3% შეადგინა.
ამასთან, უოლ-სტრიტის ეკონომისტების პროგნოზით, მაჩვენებელი წლიურად 3.7%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა რეალურმა წლიურმა ზრდამ მხოლოდ 3.4% შეადგინა, ანუ რეალური შედეგი მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესია.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (Core PCE), რომელიც საკვებისა და ენერგომატარებლების ფასებს არ ითვალისწინებს, თვის ჭრილში ის 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 3%-მდე. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები თვიურ 0.3%-იან და წლიურ 3.3%-იან ზრდას ელოდნენ, თუმცა აქაც შედეგი მოსალოდნელზე პოზიტიური აღმოჩნდა.
ინფლაციის ზრდის მაჩვენებლების კლება ბაზარზე აჩენს მოლოდინს, რომ ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას იმაზე ნაკლებად გაამკაცრებს, ვიდრე ამას ანალიტიკოსები ერთი კვირის წინ პროგნოზირებდნენ.
























