მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა 2 მილიარდის მოგება მიიღეს - ქართული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით

6203e6e2af7c2
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.22 00:00
4081
2021 წლის განმავლობაში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 14-მა კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ კრიზისულ 2020 წელთან, არამედ 2019 და ნებისმიერ წინა წელთან შედარებითაც მეტია. მთლიანობაში 2021 წლის განმავლობაში ბანკებმა ჯამური შემოსავლის სახით 5.97 მილიარდი ლარი მიიღეს; შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 22%-ით მეტია. გაზრდილია როგორც სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები.

2021 წელსაც საქართველოს საბანკო სექტორის #1 მოთამაშე “თიბისი ბანკი” იყო, რომლის აქტივებიც მთლიანად საბანკო სექტორის 38.7% იყო და 23.4 მილიარდ ლარს შეადგენდა. მოგების მხრივ, “თიბისის” წმინდა მოგებამ რეკორდული 940 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საბანკო სფეროს მოგების 45%-ია. მეორე ადგილზე 832 მილიონი ლარის წმინდა მოგებით საქართველოს ბანკია. მთლიანობაში ქვეყნის უმსხვილეს ორ ბანკზე მთლიანი მოგების 85%; საბანკო აქტივების 75% და სესხების 75% მოდის.

საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით:

1. თიბისი ბანკი - 940,330,426 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 23,405,201,114 ლარი, საკრედიტო პორტფელი 16,739,135,187 ლარი
2. საქართველოს ბანკი - 831,973,935 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 21,788,183,848 ლარი, საკრედიტო პორტფელი 15,385,154,749 ლარი
3. პროკრედიტ ბანკი - 62,432,332 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,851,836,394 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,354,159,163 ლარი
4. ლიბერთი ბანკი - 44,901,669 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 3,111,348,075 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,975,000,866 ლარი
5. ბაზისბანკი - 43,753,091 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,868,427,282 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,254,684,411 ლარი
6. ვითიბი ბანკი - 37,829,667 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 2,145,623,513 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,551,884,375 ლარი
7. ქართუ ბანკი - 34,018,499 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,223,891,307 ლარი, საკრედიტო პორტფელი 965,168,857 ლარი
8. ტერაბანკი - 30,004,456 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,351,301,106 ლარი, საკრედიტო პორტფელი 923,639,902 ლარი
9. კრედო ბანკი - 27,348,362 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,787,839,284 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,492,789,998 ლარი
10. ჰალიკ ბანკი - 20,796,272 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 979,334,132 ლარი, საკრედიტო პორტფელი 738,319,991 ლარი
11. იშბანკი - 11,287,004 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 376,723,740 ლარი, საკრედიტო პორტფელი 247,836,864 ლარი
12. ზირაათ ბანკი - 2,662,945 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 148,973,629,84 ლარი, საკრედიტო პორტფელი 97,379,544 ლარი
13. სილქ როუდ ბანკი - 828,932 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 90,882,788 ლარი, საკრედიტო პორტფელი 15,968,819 ლარი
14. პაშა ბანკი საქართველო - -6,152,902 ლარის ზარალი, აქტივები 438,733,975 ლარი, საკრედიტო პორტფელი 306,516,389 ლარი

როგორც კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, საქართველოში ერთადერთი წამგებიანი ბანკი “პაშა ბანკია", რომელმაც გასულ წელს 6.1 მილიონით იზარალა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში მოქმედი ბანკების რაოდენობა 14-მდე შემცირდა, რადგანაც "ფინკა ბანკი" "კრედო ბანკმა" შეისყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები