მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა რეკორდული ₾1.35 მილიარდის მოგება მიიღეს - რეიტინგი

64c118bd0358a
შოთა ტყეშელაშვილი
28.08.23 17:34
1639
სტატიაში საუბარია:

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს თავიანთი ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტაციის მიხედვით, 15 ბანკის ჯამურმა მოგებამ 2023 წლის პირველ ნახევარში 1.35 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50%-ით მეტია. აქედან საბანკო სფეროს ორი უმსხვილესი მოთამაშის წმინდა მოგებამ 1.18 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანად სექტორის მოგების 87% იყო. 

ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალი წმინდა მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, ასევე "საქართველოს ბანკს" აქვს კაპიტალზე უკუგების (ROE) ყველაზე მაღალი კოეფიციენტი. რაც შეეხება უმოქმედო სესხების პორტფელს, ის ყველაზე დაბალი "იშ ბანკშია" ყველაზე მაღალი კი "ქართუ ბანკში".

ქართული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით:

  • საქართველოს ბანკი - წმინდა მოგება 651,080,790 ლარი , ROE 33.6% უმოქმედო სესხების წილი 2.9%
  • თიბისი ბანკი - წმინდა მოგება 530,344,091 ლარი , ROE 25.4% უმოქმედო სესხების წილი 2.1%
  • ლიბერთი ბანკი - წმინდა მოგება 39,772,113 ლარი , ROE 18.5% უმოქმედო სესხების წილი 4.2%
  • ბაზის ბანკი - წმინდა მოგება 31,247,649 ლარი , ROE 13.6% უმოქმედო სესხების წილი 3.7%
  • პროკრედიტ ბანკი - წმინდა მოგება 26,010,560 ლარი , ROE 17.5% უმოქმედო სესხების წილი 2.9%
  • ქართუ ბანკი - წმინდა მოგება 17,100,134 ლარი , ROE 8.9% უმოქმედო სესხების წილი 19.4%
  • ტერაბანკი - წმინდა მოგება 15,592,303 ლარი , ROE 13.7% უმოქმედო სესხების წილი 3.5%
  • ვითიბი ბანკი - წმინდა მოგება 14,955,602 ლარი , ROE 10.9% უმოქმედო სესხების წილი 18.0%
  • კრედო ბანკი - წმინდა მოგება 13,854,228 ლარი , ROE 10.2% უმოქმედო სესხების წილი 0.8%
  • ხალიკ ბანკი - წმინდა მოგება 11,844,837 ლარი , ROE 15.0% უმოქმედო სესხების წილი 12.0%
  • იშ ბანკი - წმინდა მოგება 9,163,294 ლარი , ROE 15.0% უმოქმედო სესხების წილი 0.6%
  • ზირაათ ბანკი - წმინდა მოგება 2,658,318 ლარი , ROE 7.7% უმოქმედო სესხების წილი 7.9%
  • პეისერა ბანკი - წმინდა მოგება -955,141 ლარი , ROE -33.3% უმოქმედო სესხების წილი 0.0%
  • პაშა ბანკი - წმინდა მოგება -1,269,281 ლარი , ROE -2.5% უმოქმედო სესხების წილი 13.9%
  • სილქ ბანკი - წმინდა მოგება -2,384,666 ლარი , ROE -9.0% უმოქმედო სესხების წილი 6.0%

bankebi 2022
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები