მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციიდან 6 თვეში ₾350 მილიონის შემოსავალი მიიღეს

ბანკები

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან 350 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან ბანკების შემოსავალი 7%-ით, ანუ 22.7 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

თვეების მიხედვით, ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან ყველაზე დიდი - 80 მილიონი ლარის შემოსავალი მაისში მიიღეს, რადგანაც აღნიშნულ პერიოდში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა და მოქალაქეები და ბიზნესები უფრო აქტიურად აკონვერტირებდნენ საკუთარ სახსრებს. ივნისში ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი 68 მილიონი ლარი იყო.

ბანკი ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი (მლნ ლარი)
საქართველოს ბანკი 167
თიბისი ბანკი 150
ბაზის ბანკი 8
პროკრედიტ ბანკი 8
პაშაბანკი 7
ქართუ ბანკი 4
ტერა ბანკი 3
კრედო ბანკი 3
ხალიკ ბანკი 2
იშ ბანკ 1
ზირაათ ბანკი 1
სილქ ბანკი 0
პეისერა 0
ვი–თი–ბი ბანკი 0
ჰეშბანკი 0
პეივბანკი 0
ლიბერთი ბანკი -5

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები