მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებში სალომბარდე სესხები 20%-ით გაიზარდა

ლომბარდი

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მომხმარებელთა მხრიდან სალომბარდე კრედიტებზე მოთხოვნა მზარდია. 2025 წლის მაისის მდგომარეობით ფიზიკური პირების სალომბარდე კრედიტების პორტფელი 397 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.

მთლიანობაში ფიზიკური პირების კრედიტების ზრდა წელს 16%-ია, რის შედეგადაც პორტფელმა 27.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • სამომხმარებლო სესხები - 12.8 მილიარდი ლარი, წლიური ზრდა 21%;
  • იპოთეკური სესხები - 12.5 მილიარდი ლარი, წლიური ზრდა 10%;
  • განვადებები - 539 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 35%;
  • საკრედიტო ბარათები - 530 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 15%;
  • საცალო სალომბარდე კრედიტები - 397 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 20%;
  • ავტოსესხები - 273 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 44%;
  • ოვერდრაფტები - 79 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 3%;
  • სტუდენტური სესხები - 8.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 32%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები