მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკი შენს რიტმში: როგორ ცვლის ჰეშბანკი ფულთან ურთიერთობის წესებს

heS
12.03.26 10:55
553

სამყარო შეიცვალა. შეიცვალა ჩვენი ჩვევები, მიზნები და ცხოვრების ტემპი. თანამედროვე ცხოვრებას კი თანამედროვე ბანკი სჭირდება. რთული პროცედურების ნაცვლად - სიმარტივე, ლოდინის ნაცვლად კი მყისიერი წვდომა საკუთარ ფინანსებზე. სწორედ ამ იდეით შეიქმნა ჰეშბანკი - ახალი თაობის ციფრული ბანკი, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმს ერგება.

ანგარიში 2 წუთში - სადაც არ უნდა იყო

ჰეშბანკში დრო ყველაზე მეტად ფასობს. აპლიკაციის ჩამოტვირთვიდან პირველ ოპერაციამდე სულ რამდენიმე წუთია საჭირო. ვერიფიკაციას ტელეფონით, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან გადიხარ, ციფრულ Visa ჰეშბარათს კი რეგისტრაციისთანავე იღებ.

შენი ფინანსები ერთ სივრცეში: ტრადიციულიდან კრიპტომდე

ჰეშბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. აქ ტრადიციული ფული და ციფრული აქტივები ერთ მარტივ აპლიკაციაშია გაერთიანებული. კრიპტოვალუტის შეძენა, შენახვა თუ გადაცვლა ისეთივე მარტივია, როგორც ყოველდღიური საბანკო გადარიცხვა. უნიკალური ლოიალობის სისტემით კი ტრანზაქციებიდან ბიტკოინს იბრუნებ, რაც ინვესტირებას მარტივ, ყოველდღიურ ჩვევად აქცევს.

მარტივი და ინტუიციური აპლიკაცია

ჩვენი მიზანი უბრალოდ „პრაქტიკული“ აპლიკაციის შექმნა არ ყოფილა - ჩვენ გვსურს, ფინანსების მართვა სტრესთან, ლოდინსა და დაბრკოლებებთან აღარ ასოცირდებოდეს. ჰეშბანკში ყველაფერს თვალის დახამხამებაში აკეთებ: ასრულებ ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს, მართავ შენს კრიპტოპორტფელს და ყოველდღიურ ხარჯებს მომენტალურად აქცევ ინვესტიციად.

ლიცენზირებული ბანკი და ტექნოლოგიური უსაფრთხოება

ჰეშბანკი სრულად ლიცენზირებულ საბანკო გარემოში ოპერირებს. ჩვენი დაცვის სისტემა უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებსა და ორფაქტორიან ავთენტიფიკაციას ეფუძნება. არანაირი დაფარული საკომისიო - ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა და შენი ფინანსები საიმედო ხელშია.

ციფრული კომფორტი და ადამიანური ურთიერთობები

ბანკი სრულად ციფრულია, თუმცა ჩვენთვის მთავარი ადამიანური ურთიერთობებია. ნებისმიერ დროს, როდესაც კითხვა გაგიჩნდება, მზად ვართ დასახმარებლად - მარტივად, სწრაფად და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, რადგან შენი კომფორტი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

როგორ დაიწყო?

ამისათვის მხოლოდ შენი სმარტფონი და სულ რამდენიმე წუთია საჭირო:

  • ჩამოტვირთე hashbank-ის აპლიკაცია;
  • დარეგისტრირდი და გაიარე ვერიფიკაცია;
  • მიიღე ციფრული Visa ბარათი რეგისტრაციისთანავე და ისარგებლე ყველა საბანკო სერვისით მომენტალურად.

გამოცადე ბანკინგი, რომელიც შენს რიტმშია!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები