საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებს 2026 წლის პირველი 6 თვის ფინანსური შედეგები წარუდგინეს, საიდანაც ირკვევა რომ სექტორის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 76.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.8 მილიარდი ლარით, ანუ 13%-ით გაიზარდა.
ბიზნესის დაკრედიტების მხრივ ზრდა 12%-ია, საიდანაც ყველაზე მაღალი - 345%-ით ბანკთაშორისი სესხები გაიზარდა და მან 2026 წლის ივნისისთვის 521 მილიონ ლარს მიაღწია (მატება 404 მილიონი ლარი).
ეს არის სესხები, რომლებსაც თავად კომერციული ბანკები იღებენ საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად. როგორც ფინანსური მაჩვენებლიდან ირკვევა, ბანკთაშორისი სესხები ძირითადად ლარში გაიცემა, რომლის წილიც ამ კრედიტებში 99%-ს აღემატება.
ბანკთაშორისი სესხების სტატისტიკა წარმოდგენილია მთლიანად სექტორისთვის და მასში არაა მითითებული უშუალოდ რომელ კომერციულ ბანკებს აქვთ აღებული აღნიშნული სესხები. ასევე უცნობია თუ რა არის ბანკთაშორისი სესხების საპროცენტო განაკვეთიც.




























