„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ საოპერაციო ხარჯები გაიზარდა. Bp-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში ნავთობსადენის ოპერირებისთვის 70,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მაშინ როდესაც 2023 წლის ამავე პერიოდში საოპერაციო ხარჯი 59 მლნ იყო. ამასთან 2024 წლის იანვარ-ივნისში ნავთობსადენის კაპიტალურმა ხარჯებმა 17,7 მილიონი დოლარი შეადგინა.
2024 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 110 მილიონი ბარელი (14 მილიონი ტონა) ნედლი ნავთობის გადატვირთვა მოხდა ჯეიჰანის პორტში, რომელიც 150 ტანკერზე დაიტვირთა.
BTC მილსადენი ამჟამად აზერბაიჯანიდან ძირითადად ACG ნედლ ნავთობს და შაჰდენიზის კონდენსატს ატარებს. გარდა ამისა, კასპიის რეგიონული ნედლი ნავთობისა და კონდენსატის სხვა მოცულობების (ყაზახეთი, თურქმენეთი, სოკარის არა ACG მოცულობები) ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ აქციონერები არიან: bp (30.1%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU ( 3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) და ONGCVidesh (2.36%).