მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა I კვარტალში? - BP-ის ანგარიში

მილსადენი

BP-ის კვარტალური ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში, დაახლოებით 49 მილიონი ბარელი (6 მლნ ტონა) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 65 ტანკერში ჩაიტვირთა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა დაახლოებით 5 მლნ ბარელით არის შემცირებული.

"პირველი კვარტალის განმავლობაში, BTC-ს საქმიანობის ფარგლებში ჩვენი საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 30 მლნ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი 28 მლნ დოლარი", - აღნიშნავს BP ანგარიშში.

1768 კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2026 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით ჯამში 4.7 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (626 ტონაზე მეტი).

დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები