ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა, თუმცა გაზრდილია შუა აზიური ნავთობის წილი.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, წელს 8 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 16,75 მილიონი ტონა ნავთობის გატარება მოხდა. ეს მაჩვენებელი 8,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
გატარებული ნავთობის უდიდესი ნაწილი - 81,9% (13,72 მლნ ტონა) აზერბაიჯანულ ნავთობზე მოდიოდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11,3%-ით ნაკლებია. ამასთან, 4,9%-ით გაიზარდა ტრანზიტული ნავთობის წილი და მან 3,03 მილიონი ტონა (საერთო მოცულობის 18,1%) შეადგინა.
შედარებისთვის, 2025 წელს ნავთობსადენით სულ 27,18 მილიონი ტონა ნავთობი გადაიქაჩა (7,8%-იანი კლება 2024 წელთან შედარებით), საიდანაც 23,06 მლნ ტონა აზერბაიჯანული, ხოლო 4,12 მლნ ტონა ტრანზიტული ნავთობი იყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ნავთობსადენის ოპერატორობა BP Exploration (Caspian Sea) Limited-ისგან SOCAR-ის შვილობილ კომპანიას — SOCAR Midstream Operations (SMO)-ს გადაეცა. ფუნქციების გადაბარება მილსადენის სამივე მონაკვეთს — აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს მოიცავს.
























