მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით შუა აზიური ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით შუა აზიური ნავთობის ტრანზიტი შემცირდა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 8 თვეში მილსადენით 18,356 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გადაიტვირთა, რაც წლიურად 5.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გატარებული ნავთობის 84%-ზე მეტი აზერბაიჯანული ნავთობი იყო, 15.7% კი თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან წარმოებული ნავთობზე მოდიოდა.

რიცხვები აჩვენებს, რომ ამ პერიოდში BTC-ის მეშვეობით გადაზიდული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა 2,1%-ით, ხოლო თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან ნავთობის ტრანზიტი 19,4%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები