მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი გაიზარდა

ბათუმის ნავთობტერმინალი

"ყაზტრანსოილმა" საქართველოს გავლით ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი გაზარდა.

ყაზახური სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, მზარდია ყაზახური ნავთობის გადაზიდვები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის 1.034 მლნ 34 ათასი ტონა ნავთობი გადაზიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია.

გაზრდილია ნავთობის ტრანზიტი „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გავლითაც. ბათუმიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის ჯამურმა ტრანზიტმა 1.251 მლნ ტონა შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში ლოგისტიკური და სატრანსპორტო მაჩვენებლები თითქმის ყველა მიმართულებით გაუმჯობესდა. ნავთობის ტრანსპორტირებისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის კონსოლიდირებულმა მოცულობამ 31 მილიონ 890 ათას ტონას მიაღწია, რაც 4%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები