ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირებისთვის აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ კომპანიას უახლოეს პერიოდში დააფუძნებენ - ამის შესახებ მედიას „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა განუცხადა.
მისი თქმით, რკინიგზის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ყველა ოპერაციას ეს კომპანია შეასრულებს.
„ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია. მომზადებულია იურიდიული დოკუმენტები და ველით, რომ უახლოეს პერიოდში დაფუძნდება კომპანია, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი 50-50%-იანი წილით იქნებიან წარმოდგენილნი. ერთობლივი საწარმოს მთავარი ამოცანაა
ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დადგენა და ზოგადად, საოპერაციო საკითხების მოგვარება“, - დასძინა როვშან რუსტამოვმა.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ტვირთების ოპერირების დასაწყებად ემზადება. რკინიგზის გაფართოებისა და სარემონტო სამუშაოების საკითხი გასულ კვირას აზერბაიჯანში განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სამუშაოების 95% დასრულებულია და მომდევნო 2 თვეში სრულად დასრულდება სამუშაოები.
Modernized Baku-Tbilisi-Kars Railway Nears Completion to Meet Growing Cargo Demand