მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დაიხურა

64627d1ac5b18
ნინო ტაბატაძე
15.05.23 22:50
32435
15 მაისის 00:00 საათიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დაიხურა. 

როგორც BMG -ის „საქართველოს რკინიგზაში“ განუმარტეს, შეტყობინება ქართულმა მხარემ სარკინიგზო ხაზის ,,მარაბდა კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან უკვე მიიღო.

„კომპანიის "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში" ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან იზღუდება სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა“, - განუცხადეს BMG -ის „საქართველოს რკინიგზაში“.

რა ვადით დაიხურა „ბაქო-თბილისი- ყარსის“ რკინიგზა, უცნობია.

მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაანონსდა.   

„ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და 100 მილიონი დოლარი დამატებით გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 86% არის დასრულებული და 2024 წელს აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. რკინიგზა ოფიციალურად ექსპლუატაციაში არ არის შესული, სატესტო რეჟიმში კი, გადაზიდვები 2017 წლის 30 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.  საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 86%-ია შესრულებული.

ბოლო პერიოდში "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზაზე ტვირთბრუნვა ზრდის ტრენდს აჩვენებდა. 2021 წელს რკინიგზით 428 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2022 წლის 9 თვეში სარკინიგზო ხაზით 15 915 TEU კონტეინერის გადატანა მოხდა, წლიური ზრდა 12% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები