მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოებისას ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა - განცხადება

6471f3b457043
თამთა ჯიჯავაძე
27.05.23 16:11
1702
შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ცნობით, მარაბდა-ახალქალაქის მშენებარე სარკინიგზო მონაკვეთზე, გენერალური კონტრაქტორი კომპანიის დსს ”აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი საქართველოში” მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, კომპანიის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა. ორივე მათგანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა. 

"წალკა-თრიალეთის სამშენებლო მონაკვეთზე დაზიანებულია სამშენებლო მოძრავი შემადგენლობა - სარელსო ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ დსს ”აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი საქართველოში” მ.წ. 15 მაისის მომართვის საფუძველზე, აღნიშნული მონაკვეთი დაკეტილია სამატარებლო მიმოსვლისთვის. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა. შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს", - წერია განცხადებაში.

აღსანისნავია, რომ თუ რა ვადით დაიხურა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, უცნობია.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაანონსდა.   

„ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და 100 მილიონი დოლარი დამატებით გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 86% არის დასრულებული და 2024 წელს აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. რკინიგზა ოფიციალურად ექსპლუატაციაში არ არის შესული, სატესტო რეჟიმში კი, გადაზიდვები 2017 წლის 30 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.  საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 86%-ია შესრულებული.

ბოლო პერიოდში "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზაზე ტვირთბრუნვა ზრდის ტრენდს აჩვენებდა. 2021 წელს რკინიგზით 428 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2022 წლის 9 თვეში სარკინიგზო ხაზით 15 915 TEU კონტეინერის გადატანა მოხდა, წლიური ზრდა 12% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები