მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქო-თბილისის მატარებელზე უკვე ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა - Trend

ბაქოს რკინიგზა

საინფორმაციო სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანის რკინიგზაზე (ADY) დაყრდნობით წერს, რომ ჯავშნების გახსნიდან მოკლე დროში, ბაქო-თბილისის დაგეგმილ სამგზავრო მარშრუტზე ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

სააგენტოს ცნობითვე, ბაქოდან გამავალ რეისებზე 400-ზე მეტი ბილეთია გაყიდული, ხოლო თბილისიდან გამსვლელი ბილეთების გაყიდვებმა 500-ს გადააჭარბა.

რკინიგზის ხელმძღვანელობამ შეცვალა ბაქოდან გასამგზავრებლად დაგეგმილი პირველი სამგზავრო მატარებლის შემადგენლობა და ვაგონები დაამატა.

ADY-ში განაცხადეს, რომ საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესით გამოწვეულმა ტრანზაქციების დიდმა მოცულობამ დროებითი შეყოვნება გამოიწვია როგორც ონლაინ დაჯავშნის პლატფორმებზე, ისე სალაროებში.

მიმდინარე წლის 26 მაისიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები