მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისის მატარებელმა 96 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა

ბაქო-თბილისი-ბაქო

ივნის-ოქტომბერში ბაქო-თბილისის მატარებლით 96 ათასზე მეტმა ადამიანმა იმგზავრა. ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით სააგენტო APA ავრცელებს.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 6 წლიანი პაუზისა და 2020 წლის შემდეგ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის ფონზე, მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგა. სარკინიგზო ხაზზე აზერბაიჯანის რკინიგზის კუთვნილი Stadler-ის ტიპის მატარებლები მოძრაობენ.

1 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურად 4 რეისი შესრულდება. დამატებითი რეისების დანიშვნის შედეგად მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, დაახლოებით 46%-ით გაიზრდება, ხოლო ახალი რეისებით მგზავრობის ღირებულება 55 ლარიდან დაიწყება.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, დამატებითი რეისების ამოქმედება მგზავრებს უფრო დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობასაც მისცემს. კერძოდ, დამატებით რეისებზე სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი, რომელიც ყოფილი პლაცკარტის ტიპის ვაგონებს გულისხმობს, 36 აზერბაიჯანული მანათიდან, დაახლოებით 55 ლარიდან დაიწყება.

აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნა მხარეებს შორის ხანგრძლივი ერთობლივი მოსამზადებელი, ტექნიკური და ორგანიზაციული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ვრცლად ამ თემაზე: აზერბაიჯანი თბილისი მიმართულებით მატარებლის რეისების რაოდენობას აორმაგებს - იცვლება ტარიფებიც

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები