მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქოსა და მადრიდს 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა სურთ

ბაქო და მადრიდი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის განცხადებით, 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობით ბაქო და მადრიდი ინტერესდებიან. უეფამ ესპანეთისა და აზერბაიჯანის საფეხბურთო ფედერაციებისგან ოფიციალური განაცხადები უკვე მიიღო.

აზერბაიჯანში ფინალის მისაღებად ბაქოს “ოლიმპიურ სტადიონს” ამზადებენ, ხოლო ესპანელები მადრიდში “ატლეტიკოს” საშინაო მოედანს “ვანდა მეტროპოლიტანოს” ამზადებენ.

2026/27 წლების ფინალის მასპინძლობაზე განცხადებების მიღება მომავალი წლის 19 მარტამდე უნდა შევიდეს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მაისში იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, რომ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 2018/19 წლების სეზონში ჩატარდა, როდესაც ერთმანეთს “ტოტენჰემ ჰოტსპური” და “ლივერპული” დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება ბაქოს “ოლიმპიურ სტადიონს”, აქ უკანასკნელად 2019 წელს ევროპა ლიგის ფინალი ჩატარდა, სადაც აგრეთვე ინგლისური ფინალი ვიხილეთ “ჩელსისა” და “არსენალის” მონაწილეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები