საქართველოს წამყვანი დერმატოლოგიური ბრენდის, კლინიკა „კანის“ რიგით მე-4 ფილიალი ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას ექიმებთან ერთად საქართველოდან მიწვეული სტუმრები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი გახლდათ ჰუმანოიდი რობოტი Aiden-ის წარდგენა, რომელიც ბაქოში სპეციალურად საქართველოს ფილიალიდან გაემგზავრა.
Aiden წარმოადგენს კლინიკა „კანის“ ინოვაციური მიმართულების სიმბოლოს - ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიისა და მედიცინის შერწყმას პაციენტზე მორგებულ გარემოში.

კლინიკა „კანი“ დერმატოლოგიური კლინიკაა, რომელიც აერთიანებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს - დაწყებული კანის დაავადებებით, დასრულებული თმისა და ფრჩხილების პრობლემების მართვით.
ბრენდის მისიაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა და ინდივიდუალურ პაციენტზე მორგებული მიდგომა.
კლინიკა მუშაობს პრინციპით: ზუსტი დიაგნოზი. თანამედროვე ტექნოლოგია. შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა.

ბაქოს ფილიალში წარმოდგენილია უახლესი ევროპული და ამერიკული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს კანის, თმისა და ფრჩხილების ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას.
ღირებულებები, რომლებსაც იზიარებს კლინიკა კანის 4-ვე ფილიალი:
- ინოვაცია: მუდმივი ინვესტიცია უახლეს ტექნოლოგიებში
- პროფესიონალიზმი: ექიმთა გუნდი, რომლებიც მუშაობენ მოწინავე სტანდარტებით
- პაციენტზე ორიენტირებულობა: ინდივიდუალური მიდგომა და გამჭვირვალე კომუნიკაცია
- უსაფრთხოება: მხოლოდ სერტიფიცირებული აპარატურა
- განათლება და განვითარება: ახალგაზრდა დერმატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერა და სამეცნიერო ღონისძიებები

კლინიკა „კანი“ აგრძელებს განვითარებას, აერთიანებს პროფესიონალ ექიმებს, ახალ თაობას და მოწინავე ტექნილოგიებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში დერმატოლოგიის სტანდარტების განვითარებას.
(R)




























