დღეს, 13 მაისს, ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2025. ღონისძიებაში, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 25 ქვეყანა და 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრება, წელს საქართველოც მონაწილეობს.
საქართველოს ეროვნული პავილიონი გამოფენაზე ღვინის, ნატურალური და ორგანული წვენების, საკონსერვო და საკონდიტრო ნაწარმის, ასევე ჩირის წარმოებითაა წარმოდგენილი. მონაწილე კომპანიები სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამების ბენეფიციარები არიან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული რელიზის მიხედვით, ქართული სტენდი პირადად მოინახულა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მას "ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა.
„ჩვენი მონაწილეობა მსგავს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკური პოზიციონირებისთვის, ასევე ქართული პროდუქციის ახალი ბაზრებისთვის წარდგენისთვის. პლატფორმები, როგორიცაა CASPIAN AGRO, ზრდის ექსპორტის შესაძლებლობებს და უწყობს ხელს ქართულ პროდუქციას გლობალურ არენაზე“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
გამოფენა CASPIAN AGRO 2025 ბაქოში 16 მაისამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას უწყება აცრცელებს




























