მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარბადოსმა და პანამამ 114 სანქცირებულ რუსულ ტანკერს დროშები მოხსნეს

ტანკერი

ბარბადოსისა და პანამის საზღვაო უწყებებმა 114 სანქცირებულ რუსულ ტანკერს თავიანთი დროშები მოხსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხომალდებს სხვაგან მოუწევთ რეგისტრირება ან რუსეთის დროშის ქვეშ ცურვა, რაც მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად ართულებს.

როგორც ცნობილია, ბარბადოსმა და პანამამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის სანქციების გამო მიიღეს, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქმიანობის მიწურულს მიიღო და ის რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ არის მიმართული.

უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთმა და ჩინეთმა სანქცირებული ხომალდების მომსახურება შეწყვიტეს, ანუ „ჩრდილოვანი ფლოტის“ მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა უდროშოდაა დარჩენილი და საქმიანობას ჩამოშორებულია, რაც რუსეთს ნავთობის ექსპორტს საგრძნობლად ურთულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები