2026 წლის მაისში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურ ჭრილში 0.3%-ით გაიზარდა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება აპრილის მონაცემებს, როდესაც ქვეყანაში 1.3%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ანუ წინა თვესთან შედარებით სახეზეა 1 პროცენტულ პუნქტიანი კლება.
რაც შეეხება უფრო ვრცელ პერიოდს, უწყების შეფასებით, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა წლიურად სულ რაღაც 0.2%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისის პერიოდის ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი იდენტურია პირველი ოთხი თვის ჯამური მონაცემისა, რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის სტაგნაციაზე მიუთითებს.
გაუარესებული ზრდის დინამიკის ფონზე, მთავრობამ წლის საბოლოო პროგნოზი არაერთხელ შეცვალა და ის ამჟამად 0.4%-ს შეადგენს.




























